ინტელექტუალური შეჯიბრი „Quidditch“ 02/11/2018

2018 წლის 10 და 11 თებერვალს იმერეთის რეგიონის მოსწავლეთა შორის, ინგლისურენოვანი ინტელექტუალური შეჯიბრის ,,Quidditch“-ს ნახევარფინალური ტური გაიმართა. საინტერესო თამაშში სხვა საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობას ღებულობდნენ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები. ლიცეუმის ინგლისური ენისა და ლიტერატურის კათედრამ თამაშზე 4 გუნდი წარადგინა, რომელთაგან ერთმა გუნდმა გამარჯვება მოიპოვა და ფინალურ ტურში გადავიდა. გამარჯვებული კადეტები: ნიკოლოზ მერლანი, გოჩა გულია, საბა მომცელიძე, კონსტანტინე მექვაბიძე და გოდერძი გადელია (მასწავლებელი იზაბელა კილასონია) 1 აპრილს, სუპერფინალში დაუპირისპირდებიან თბილისისა და ბათუმის რეგიონალური ტურის ფინალისტ გუნდებს. კომპანია ,, ინგლისური წიგნი საქართველოში" მიერ ორგანიზებულ ინტელექტუალური თამაშს-,,Quidditch“, ლიცეუმში ფასილიტაციას უწევდა ინგლისური ენის მასწავლებელი ინდირა კოსტავა.

ფოტო გალერეა