ინგლისური ენის მასწავლებლის მოსამზადებელი კურსი 02/16/2018

 ლიცეუმის მასწავლებლებმა ია ფოჩხუამ და ელენე ჯავახაძემ კოლეგებს ინგლისური ენის მასწავლებლის მოსამზადებელ კურსზე მიღებული გამოცდილება გაუზიარეს. ისინი ოთხი თვის განმავლობაში კანადაში ქ. ოტავაში გადიოდნენ აღნიშნულ სწავლებებს. მასწავლებლებმა შეხვედრაზე კურსის ისტორიასა და მიზნებზე, სწავლების თანამედროვე, ინოვაციური მეთოდებზე ისაუბრეს. ,,ჩვენ აქტურად უნდა ჩავერთოთ იმ ფერხულში, რასაც თანამედროვე მეთოდებითა და ტექნოლოგიებით სწავლება ჰქვია. კურსმა ხელი შეუწყო როგორც ჩვენ პროფესიულ განვითარებას ასევე, პიროვნულ ზრდას. რისთისაც მადლობას ვუხდით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექციას“- განაცხადეს მათ კოლეგებთან შეხვედრისას.

ფოტო გალერეა