პროექტი „ამერიკა - საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი“ 12/13/2021 7:37 PM

დღეს ლიცეუმში ინგლისურენოვანი პროექტი „ამერიკა - საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი“ განხორციელდა.
 
პრეზენტაციას, რომელიც კადეტთა კლუბში შედგა, ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლები, სასწავლო კურსის უფროსები და მესამე სასწავლო კურსის კადეტები ესწრებოდნენ.
 
პროექტის ფარგლებში ლიცეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოში დაბრუნებული მშვიდობის კორპუსის მოხალისე ამერიკელი მასწავლებლები. მათ საქართველოში მიღებული გამოცდილება გაუზიარეს კადეტებს, ისაუბრეს ამერიკის საგანმანათლებლო სისტემისა და კულტურის შესახებ, ასევე უპასუხეს კადეტთა შეკითხვებს. სტუმრებისთვის ინგლისურ ენაზე პირველი სასწავლო კურსის კადეტმა თომა გოგიაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია ქართული ტრადიციებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ.
 
შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა ლიცეუმის ბიბლიოთეკას თავიანთი ავტორობით წიგნები უსახსოვრეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი მშობელთა ჩართულობის პროგრამის ფარგლებში, პირველი სასწავლო კურსის კადეტ თომა გოგიაშვილის მშობლის თამარ კალაძის ინიციატივით განხორციელდა. ქალბატონი თამარი არის ქ. თბილისის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის #51 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მენტორი მასწავლებელი.
 
ფოტო გალერეა