ინფორმატიკის ოლიმპიადა 03/30/2022 7:57 PM

კადეტი გიორგი თაბაგარი ინფორმატიკის ონლაინ ოლიმპიადის გამარჯვებულია. მან საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ოლიმპიადაში პირველი ადგილი დაიკავა და ოლიმპიადის ორგანიზატორებისაგან I ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა.
 
კადეტები ინფორმატიკის ოლიმპიადაში აქტიურად მონაწილეობენ. მათ ფასილიტაციას ინფორმატიკის მასწავლებელი ქეთევან ფესტვენიძე უწევს.
 
ონლაინ ოლიმპიადა „OLYINFO“ -ს მიერ ყოველწლიურად გაზაფხულისა და შემოდგომის სეზონზე ტარდება. პროცესი ცენტრალიზებულია და მის ჩატარებას სპეციალური სისტემა უზრუნველყოფს. ოლიმპიადის ტესტური დავალებები მოსწავლისაგან ანალიტიკურ, შემოქმედებით, კვლევითი და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების უნარს მოითხოვს.
 
ფოტო გალერეა