ინჩხურის საჯარო სკოლის სტუმრობა ლიცეუმში 10/07/2015 10:17 AM

ქართული ჯარის პოპულარიზაციისა და პატრიოტული სულისკვეთების გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ვიდეორგოლების კონკურსი ,,თანამედროვე გმირები“ გამოაცხადა.

ვიდეორგოლის მომზადების მიზნით, დღეს ქუთაისში სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს კონკურსში ჩართული მარტვილის რაიონის სოფელ ინჩხურის საჯარო სკოლის დირექტორი ესტუმრა. სამხედრო სასწავლებელში ვიზიტის ფარგლებში, მან იმავე სკოლის ცხრაკლასდამთავრებული ამბაკო სოზიაშვილი მოინახულა და ვიდეორგოლისთვის მისგან ინტერვიუც აიღო. კადეტი ამბაკო სოზიაშვილი ლიცეუმში წელს ჩაირიცხა და სურვილი აქვს სწავლა დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკედემიაში განაგრძოს.

ინჩხურის საჯარო სკოლის დირექტორი კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელობასაც შეხვდა. გადაწყდა, რომ მომავალში სკოლის მოსწავლეები ლიცეუმს ესტუმრებიან და სამხედრო სასწავლებლის შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნობიან.