„ილუსტრაციების კონკურსში“ გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოვება“ 04/12/2019 12:00 AM

   „ილუსტრაციების კონკურსი“ კულტულურ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით 1 აპრილს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში ჩატარდა. ( პროექტის ავტორი : გაერთიანების განათლების განყოფილების სპეციალისტი მარიამ ჯანელიძე) კონკურსში ქუთაისის კერძო და საჯარო სკოლების ხატვის ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ ადგილზე, შერჩვითობის პრინციპით, მიეცათ დავალება, რის მიხედვითაც შექმნეს თემატური ილუსტრაციები. (დავალებები წარმოდგენილი იყო მხოლოდ სასწავლო პროგრამაში შესული ნაწარმოებებიდან). კონკურსი წელს კულტურის გაერთიანების ორგანიზებით პირველად ჩატარდა და ტრადიციულ სახეს მიიღებს.

ფოტო გალერეა