გვირილობის დღესასწაული 05/02/2019 12:00 AM

   დღეს ქუთაისში ,,გვირილობის“ დღესასწაული აღინიშნება. საერთო ზეიმს კადეტთა სამხედრო ლიცეუმიც შეუერთდა. კადეტებმა და რობოტექნიკის პედაგოგებმა თემურ სახელაშვილმა და გიორგი ჩაჩუამ ქალაქის ცენტრალური ბაღის საგამოფენო სივრცეში ლიცეუმის რობოტექნიკის ლაბორატორია წარმოადგინეს. გვირილობის დღესასწაული, რომელიც ტრადიციულ ხასიათს ატარებს, 2 მაისს აღინიშნება. ამ დღეს ქუთაისის მერიის ორგანიზებით ქალაქში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება იმართება.

ფოტო გალერეა