11 ოქტომბერს გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ლიცეუმის დირექციამ კადეტი გოგონები ქუთაისში მდებარე გასართობი ცენტრის ,,არაენა“ ბილეთებით დაასაჩუქრა. ცენტრში გოგონებმა ბოულინგი ითამაშეს. მათი თქმით ეს იყო საუკეთესო და დაუვიწყარი დღე, რისთვისაც მადლობას უხდიან ლიცეუმს.