ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლიას შეხვედრა კადეტებთან 02/22/2022 7:47 PM

დღეს სპიკერების პროგრამის ფარგლებში, ლიცეუმში სტუმრად იმყოფებოდა თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია.
 
ბრიგადის გენერალს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ჰქონდა პირველი და მეორე კურსის კადეტებთან. მან კადეტებს დასავლეთ სარდლობის ისტორიის, მისიისა და საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გენერალმა მათთან შეხვედრისას საკუთარი კარიერული განვითარების შესახებაც ისაუბრა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კი კადეტთა შეკითხვებს უპასუხა.
 
სპიკერების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია თავდაცვის ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირების მოწვევა. პროგრამის მიზანია კადეტთა ცნობადობის ამაღლება თავდაცვის ძალების სტრუქტურებისა და ქვედანაყოფების საქმიანობის შესახებ.
 
ფოტო გალერეა