გენერალური შტაბის უფროსი კადეტთა სამხედრო ლიცეუნში 12/09/2015 12:00 AM

   საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ესტუმრა. გენერალ-მაიორი პირველი სასწავლო კურსის კადეტებს შეხვდა და ლექცია წაუკითხა. ლექციის ძირითადი თემები ქართულ შეიარაღებულ ძალებში არსებული ვითარება, ჯარში მეთაურისა და ლიდერის ფუნქციები და ნატოსკენ სწრაფვის მიზეზები იყო. მოგვიანებით გენერალური შტაბის უფროსმა კადეტების შეკითხვებსაც უპასუხა.

   „ეს არის ზუსტად ის თაობა, რომელმაც უნდა შეგვცვალოს. შეიძლება ყველა მათგანი სამხედრო მოსამსახურე არ გამოვიდეს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი აირჩევს სამხედრო ფორმას. თითოეული კადეტი, რომელიც ამ სკოლას დაამთავრებს იქნება განათლებული, ჯანსაღი ახალგაზრდა, ლიდერის უნარ-ჩვევებით“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

   გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პირველ კურსზე ამჟამად 118 კადეტი ირიცხება.

ფოტო გალერეა