გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე კადეტთა სამხედრო სწავლებას გაეცნო 06/24/2021 2:26 PM

დღეს კადეტთა სამხედრო-საველე სწავლების მსვლელობას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე გაეცნო.
 
გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე სასწავლო ლოკაციაზე იმყოფებოდა, სადაც კადეტები სხვადასხვა ტიპის სამხედრო დავალებებს ასრულებდნენ.
 
ლიცეუმის დირექტორმა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა გენერალს უშუალოდ გააცნო სასწავლო პროგრამა და კადეტეთა მიღწევები.
 
ფოტო გალერეა