გასვლითი, ინტეგრირებული გაკვეთილი 01/24/2020 12:00 AM

   „საქართველო - ვაზის სამშობლო“ - ამ თემაზე დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმსა და თერჯოლის სოფელ ზედა საზანოს ღვინის მარანში გასვლითი გაკვეთილი ჩატარდა. საგაკვეთილო პროცესი ორი საგნის, ქიმიისა და ქართული ენისა და ლიტერატურის, ინტეგრირებით წარიმართა. მასში ჩართულები იყვნენ მეორე კურსის პირველი სასწავლო ჯგუფის კადეტები. არაფორმალურ გარემოში ჩატარებულ საგაკვეთილო პროცესს პედაგოგები ეკა მურუსიძე და სოფიკო ცხელიშვილი უძღვებოდნენ.

ფოტო გალერეა