გასვლითი გაკვეთილი 02/21/2019 12:00 AM

   პირველი სასწავლო კურსის მესამე სასწავლო ჯგუფში ჩატარდა გასვლითი ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე „საქართველო - ვაზისა და ღვინის სამშობლო“ (ხელმძღვანელები: ეკა მურუსიძე - ქიმიის მასწავლებელი, ია დანელია- ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ელენე ჯავახაძე - ინგლისური ენის მასწავლებელი). გაკვეთილი ბაღდათის რაიონის, სოფელ მეორე ობჩაში ბაია აბულაძის მარანში ჩატარდა. კადეტებს გიდობა გაუწია გვანცა აბულაძემ (ბაია აბულაძის და), რომელიც ასევე მეღვინეობას ეწევა და მისი სახელის ღვინოც ჩამოისხა „გვანცას ღვინო“. გვანცა აბულაძემ დეტალურად გააცნო კადეტებს ვაზის დარგვიდან ღვინის ჩამოსხმამდე განსახორციელებელი ყველა ეტაპი, აღსანიშნავია რომ მათი ოჯახი იყენებს ღვინის დაყენების ძველ და ტრადიციულ მეთოდს და უკვე ათეულობით წელია რაც მეღვინეობას მიჰყვება. ესაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწია ასეთ წარმატებას „ბაიას ღვინომ“. მონათხრობმა კადეტთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია, დაისვა ბევრი შეკითხვა, რომლებზეც კადეტებმა ამომწურავი პასუხი მიიღეს. გვანცა აბულაძემ გამოთქვა მზაობა გამოცდილების გაზიარებისა მეღვინეობა-მევენახეობის დაინტერესების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ ბაია აბულაძე 25 წლის მეღვინეა, რომელიც Forbes - ის Under 30 სიაშია. Forbes მსოფლიოს ყველაზე წარმატებული 30 წლამდე ახალგაზრდების სიას ყოველწლიურად აქვეყნებს. ის ევროპის მასშტაბით საუკეთესოებს შორის შეირჩა. უკვე 4 წელია, რაც ბაია აწარმოებს ღვინოს სახელწოდებით „ბაიას ღვინო“. კომპანია „ბაიას ღვინოს“ მიერ ჩამოსხმული ღვინო გადის ექსპორტზე აშშ, გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში.

ფოტო გალერეა