,,ქართველი საზოგადო მოღვაწე და მეცნიერი“- ამ სახელწოდებით გასვლითი გაკვეთილი დაიგეგმა პირველი სასწავლო კურსის მეორე სასწავლო ჯგუფის კადეტებისათვის. ისინი იმყოფებოდნენ დიდ ჯიხაისში ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში. გაკვეთილი რამდენიმე საგნის ინტეგრირებით ჩატარდა და მასში ჩართული იყვნენ პედაგოგები: ბელა აკობიძე, ნანა გაბადაძე, თეა ქუთათელაძე და მურმან სურმავა.