საუკეთესო სასწავლო ჯგუფის წახალისება 11/18/2022 2:34 PM

მესამე სასწავლო კურსის მეორე სასწავლო ჯგუფმა 2021-2022 სასწავლო წლის შედეგების მიხედვით საუკეთესო სასწავლო ჯგუფის ტიტული მოიპოვა.

ლიცეუმის დირექციამ ჯგუფის წახალისების მიზნით საუკეთესო სასწავლო ჯგუფისათვის უზრუნველყო გასვლითი გაკვეთილის ჩატარება შიდა ქართლის რეგიონში.

კადეტებმა დაათვალიერეს გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, რუისის ღვთისმშობლის ტაძარი და შინდისის გმირების მემორიალი.

მესამე სასწავლო კურსის მეორე ჯგუფის დამრიგებელი არის ელენე კოხრეიძე. დამრიგებელი უზრუნველყოფს კადეტთა აქტიურ ჩართულობას სხვადასხვა ტიპის სასწავლო აქტივობებში და ეხმარება მათ წარმატების მიღწევაში.

საუკეთესო სასწავლო ჯგუფის გამოვლენა ლიცეუმში მოქმედი სამოტივაციო პროგრამებიდან ერთ-ერთია, რომლის გამოვლენაც წინასწარ დადგენილი კრიტერიულების მიხედვით ხდება.

 

ფოტო გალერეა