გაკვეთილი-"ამეტყველებული ნახატები" 05/12/2022 5:28 PM

კადეტები მხატვარ ოთარ ქანდარიას სახელოსნოში იმყოფებოდნენ.

„ამეტყველებული ნახატები“- ამ სახელწოდებით გასვლითი გაკვეთილი ჩატარდა მხატვრის სახელოსნოში. კადეტებს ნანახი ნამუშევრებიდან უნდა შეერჩიათ ერთი რომელიმე ნახატი, დაესათაურებიათ და დაეწერათ ჩანახატები. წერის პროცესი, ადგილზე სახელოსნოში მიმდინარეობდა და განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ კადეტებმა თავიანთი ნამუშევრები მასწავლებლებთან ერთად განიხილეს.

გაკვეთილი ლიცეუმის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ინიციატივითა და ლიტერატურის წრის ხელმძღვანელის, მასწავლებელ სოფო ცხელიშვილის ხელმძღვანელობით განხორციელდა.

ლიცეუმში შექმნილია სხვადასხვა საგნობრივი წრე. წრეები კადეტებს ამზადებს სხვადასხვა კონკურსსა და ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად.

 

ფოტო გალერეა