გასვლითი გაკვეთილი 04/08/2021 7:58 PM

პირველი სასწავლო კურსის კადეტებისათვის გასვლითი გაკვეთილი ჩატარდა.

პროექტის - „შეიცან სამშობლო შენი“ ფარგლებში პირველი სასწავლო კურსის III და V ჯგუფის კადეტები იმყოფებოდნენ ვანში, სადაც დაათვალიერეს ვანის არქეოლოგიური მუზეუმი და დიხაშხოს გოგირდოვანი აუზები.

გასვლით გაკვეთილს უძღვებოდა ისტორიის პედაგოგი ზინა ბუბუტეიშვილი, რომელმაც კადეტების მაქსიმალური ჩართულობით უზრუნველყო გაკვეთილის ინტეგრირება სხვადასხვა თემატურ სასწავლო დისციპლინებთან.

პროექტი ლიცეუმის სასწავლო და სააღმზრდელო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, კადეტები ლიცეუმში სწავლის პერიოდში გაეცნობიან და შეისწავლიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ღირსშესანიშნავ ადგილებსა და კულტურულ ძეგლებს.

ფოტო გალერეა