გასართობ-შემეცნებითი თამაში -„გემობანა“ 07/27/2018 12:00 AM

   რობოტექნიკის ბანაკში გასართობ-შემეცნებითი თამაში ,,გემობანა“ გაიმართა. თამშის ფორმატი მონაწილეებისათვის საინტერესო, აზარტული და შემეცნებითი გამოდგა. გუნდებს გამარჯვებისათვის, სპეციალურად გამოყოფილ დაფაზე რაც შეიძლება მეტი სვლა უნდა გაეკეთებიათ. ყოველი სვლისათვის მათ ოთხი აუცილებელი კომპონენტი: ქვემეხი, საკვები, საწვავი და წყალი უნდა მოეპოვებიათ. კომპონენტებს ბანაკის სხვადასხვა ლოკაციაზე მყოფი ლიდერებისაგან იმ შემთხვევაში მიიღებდნენ თუ მათ დავალებებს კარგად გაართმევდნენ თავს. დავალებები მოიცავდა როგორც ისტორიულ, სამეცნიერო, ასევე იუმორისტულ კითხვებს. საინტერესო თამაშის გამარჯვებული მეექვსე გუნდი - „შერეკილები“ გახდა.

ფოტო გალერეა