სასწავლო წლის დისტანციურად დაწყების შესახებ 09/03/2021 12:19 PM

კადეტთა საყურადღებოდ!!!

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2021-2022 სასწავლო წელი დაიწყება დისტანციურად.

ლიცეუმი მოქმედებს საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 აგვისტოს №444 დადგენილების მიხედვით. შესაბამისად 2021 წლის 4 ოქტომბრამდე სასწავლო პროცესი განხორციელდება დისტანციურად.

დისტანციური სასწავლო პროცესის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციას კადეტებს და მათ მშობლებს სასწავლო ჯგუფის დამრიგებლები და ინსტრუქტორები ეტაპობრივად მიაწვდიან.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!