განათლების მე-8 საერთაშორისო გამოფენა 02/23/2018

 დღეს, მესამე სასწავლო კურსის კადეტები დაესწრნენ განათლების მე-8 საერთაშორისო გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იყო 100-მდე უმაღლესი და პროფესიული სასწავლებელი 14 ქვეყნიდან. გამოფენა, რომელიც ,,ექსპოჯორჯიას“ ორგანიზებით საქართველოში უკვე მერვედ გაიმართა, მიზნად ისახავს, ერთ სივრცეში მოუყაროს თავი საგანმანათლებლო სფეროს სიახლეებსა და შემოთავაზებებს, მიაწოდოს ინფორმაცია, აბიტურიენტებსა და სტუდენტებს, საქართველოსა და საზღვარგარეთის უნივერსიტეტებისა და შემოთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, ასევე უცხო ენის კურსებსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებზე.

ფოტო გალერეა