„განაახლე თარო, გადაარჩინე გარემო“ 10/24/2018 12:00 AM

   დღეს კადეტთა თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მაკულატურა ჩააბარეს, სანაცვლოდ კი ლიცეუმის ბიბლიოთეკისათვის მხატვრული ლიტერატურა მიიღეს. აქტივობა ლიცეუმის ბიბლიოთეკარის ეკა ლოსაბერიძისა და კადეტთა თვითმართველობის ინიციატივით განხორციელდა. ღონისძიება, რომლის დევიზია „განაახლე თარო, გადაარჩინე გარემო“ ტრადიციულ ხასიათს ატარებს და ხელს უწყობს კადეტთა სამოქალაქო ცნობიერებისა და წიგნიერების დონის ამაღლებას.

ფოტო გალერეა