გამოსაშვები გამოცდები 05/23/2018 12:00 AM

2018 წლის 20 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ჩატარდა გამოსაშვები გამოცდები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო საგანში (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენები, ისტორია, მათემატიკა). საგამოცდო პროეცესი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესის დაცვით ჩატარდა. გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილეობა მიიღო III სასწავლო კურსის სრულმა შემადგენლობამ. კადეტებმა ოთხივე გამოცდას წარმატებით გაართვეს თავი. ლიცეუმის დირექცია ულოცავს მათ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და მადლობას უხდის როგორც პედაგოგიურ კოლექტივს, ისე სამხედრო მოსამსახურეებს კადეტთა წარმატებებში შეტანილი წვლილისათვის. 2018 წლის კურსდამთავრებულთა შორის 3 ოქროსა და 5 ვერცხლის მედლის კანდიდატები არიან. ისინი ემზადებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად.

ფოტო გალერეა