გამოფენა „სიყვარულის შთაგონებით“ 02/27/2020 12:00 AM

   კადეტებმა ბულგარეთის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი გამოფენა „სიყვარულის შთაგონებით“ დაათვალიერეს. გამოფენა ბულგარეთის საელჩოს ინიციატივით ქუთაისში მდებარე დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში მოეწყო. კადეტებმა ქართველი და ბულგარელი მხატვრების: სოფია გოდუაძისა და ვალენტინ მიტევის ნამუშევრები ნახეს. კადეტებმა ასევე დაათვალიერეს ამავე გალერეაში წარმოდგენილი ელენე ახვლედიანის, ქეთევან მაღალაშვილის, ნიკო ფიროსმანის, დავით კაკაბაძისა და სხვა მხატვართა ნამუშევრები. ხელოვნების პედაგოგ თეა სულაბერიძესთან ერთად იმსჯელეს ნამუშევრების შესრულების სტილზე და ტექნიკაზე.

   ფოტო გალერეა