გამოცდები 07/06/2019 12:00 AM

   დღეს ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველი მოსწავლეები მათემატიკის გამოცდას აბარებენ. ტესტირება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, შესაბამისი პროცედურების დაცვით, თბილისსა და ქუთაისში ტარდება. კონკურსანტთა ნაშრომებს კოდები აქვთ მინიჭებული, იმისათვის, რომ გამსწორებლისათვის მათი ვინაობა უცნობი იყოს. გამოცდაში მონაწილეობს რეგისტრირებული 436 მოსწავლე. მოსწავლეები 7 ივლისს ზოგადი უნარების გამოცდას ჩააბარებენ. კონკურსანტებს კადეტის სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდგომ, სამედიცინო შემოწმების გავლა მოუწევთ. საბოლოოდ ლიცეუმში ჩარიცხულ მოსწავლეთა ვინაობა ცნობილი 5 აგვისტოს გახდება.

ფოტო გალერეა