ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!!!
2021 წლის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მისაღები გამოცდები ჩატარდება 10 და 11 ივლისს.
რეგისტრირებული მოსწავლეები 10 ივლისს მათემატიკის გამოცდას, ხოლო 11 ივლისს ზოგადი უნარების გამოცდას ჩააბარებენ. გამოცდები ჩატარდება თბილისსა და ქუთაისში. მოსწავლე რეგისტრაციისას თავად აარჩევს სასურველ საგამოცდო ქალაქს. გამოცდებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მოსწავლეები მიიღებენ რეგისტრაციისას.
დაინტერესებულ პირებს 2021 წლის მისაღები გამოცდების პროგრამა და ტესტების ნიმუშები შეუძლიათ იხილონ მოცემულ ბმულზე:
მოსწავლეებს ლიცეუმში ჩასარიცხად გამოცდებისა და სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლა მოეთხოვებათ. კადეტის სტატუსის მისაღებად მოსწავლემ ზოგადი უნარებისა და მათემატიკის ტესტირებაში დაწესებული ჯამური მაქსიმალური ქულის 30%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს. თუ ბარიერგადალახულ მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხობრივ კვოტას, უპირატესობა მიენიჭება რეიტინგის მიხედვით მაღალი შეფასების მქონე მოსწავლეს.
ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2021 წლის 21 ივნისიდან 4 ივლისამდე, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, მისამართი: ქუთაისი ავტომშენებლის 51. რეგისტრაცია მიმდინარეობს ყოველდღე გარდა კვირა დღისა 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ბმულზე:
https://bit.ly/3vgK6nH