ლიცეუმი აცხადებს 2017-2018 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა მიღებას. 2017

სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს 2017-2018 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა მიღებას.

ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც 2017 წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს.

საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 26 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით. ყოველდღიურად გარდა კვირა დღისა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

მისამართი: ქ. ქუთაისი ავტომშენებლის №51

საბუთების მიმღებ კომისიაზე უნდა გამოცხადდეს, როგორც მოსწავლე, ასევე, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით) და წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

1. მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება კადეტის მიღების შესახებ;

2. მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

2. მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

3. მოსწავლის დაბადების მოწმობის დედანი და ასლი;

4. ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100);

5. ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებიდან ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის (IX კლასი) მიმდინარე წელს დამთავრების შესახებ;

6. დახასიათება ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებიდან;

7. ავტობიოგრაფია;

8. ფოტოსურათი 3X4 ზე 2 (ორი) ცალი.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ლიცეუმის ოფიციალური გვერდი: cadet.mod.gov.ge

ტელ: 0341 29 61 15 • 0431 29 80 01 • 577 19 94 56

ვიდეო