პროექტი - "გაიცანი ჩვენი სკოლა" 03/07/2023 4:41 PM

ლიცეუმში საერთაშორისო პროექტის - “გაიცანი ჩემი სკოლა“ დასკვნითი ეტაპი გაიმართა.

პროექტი eTwinning- ის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომელშიც ჩართული არის ექვსი ქვეყანა:საქართველო, ლიეტუვა ,თურქეთი, უკრაინა, იტალია და სომხეთი.

დასკვნით ეტაპზე ლიცეუმსა და ლიეტუვის, როკიშკის გიმნაზიას შორის ონლაინ რეჟიმში შეხვედრა შედგა. კადეტებმა და გიმნაზიის მსმენელებმა ერთმანეთს თავიანთი სასწავლებლების პრეზენტაცია წარუდგინეს. პროექტის ფარგლებში კადეტებმა ქართულ და ლიეტვურ ენებზე სიმღერები შეასრულეს. დასასრულს პროგრამა Kahoot-ის გამოყენებით სახალისო ონლაინ თამაში შედგა.

საგანმანათლებლო აქტივობაში მონაწილეობა მიიღეს პირველი და მეორე სასწავლო კურსის კადეტებმა. მათ პროექტზე მუშაობის პროცესში არაერთი ელექტრონული რესურსი შექმნეს.

პროექტი ლიცეუმის მასწავლებელ ეკა მურუსიძის ხელმძღვანელობით 2022 წლის ნოემბრიდან ხორციელდება. მისი მიზანია კადეტებმა განივითარონ ენობრივი და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო უნარები, ასევე, გაეცნონ სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და სასწავლებლის ტრადიციებს.

 

ფოტო გალერეა