ფრენბურთის ჩემპიონატი 12/02/2019 12:00 AM

ლიცეუმში ფრენბურთის შიდა ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა სამივე სასწავლო კურსის კადეტებმა მიიღეს. შესარჩევი, ნახევარფინალური და ფინალური თამაშების შედეგად ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: I ადგილი - მესამე სასწავლო კურსის პირველი სასწავლო ჯგუფი. II ადგილი - მეორე სასწავლო კურსის პირველი სასწავლო ჯგუფი. III ადგილი - პირველი სასწავლო კურსის მეხუთე სასწავლო ჯგუფი. ლიცეუმში სასწავლო წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ღონისძიებები, რომელსაც ხელმძღვანელობს სპორტის პედაგოგი კობა ვერულაშვილი. სასწავლო წლის დასრულებისას გამარჯვებულები თასებითა და მედლებით დაჯილდოვდებიან.

ფოტო გალერეა