ფრანკოფონიის დღეები 03/31/2022 8:07 PM

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ფრანკოფონიის დღე აღინიშნება.

პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა რამდენიმე აქტივობა. ფრანგული ენისა და ისტორიის საგნების იტეგრირებით წარმოდგენილი იქნა ერთობლივი პროექტი ქართულ-ფრანგული ურთიერთოებების შესახებ. კადეტებმა მოიძიეს ინფორმაცია და პრეზენტაციები მოამზადეს თემებზე: „გალიციზმები სამხედრო ლექსიკონში“ და „დიმიტრი ამილახვარი-თავისუფლების ჯვაროსანი“.

კადეტებს პრეზენტაციის მომზადებაში ფასილიტაციას უწევდნენ მასწავლებლები მირანდა ლომიძე და გიგა ბასილაძე. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://cutt.ly/jDSuxTi

კადეტებისათვის ასევე ნაჩვენები იქნა ფრანგულენოვანი ფილმი „გუნდის მომღერლები“. ფილმის განხილვასა და ჩვენებას დისტანციურ რეჟიმში დაესწრო ასოცირებული პროფესორი, კინომცოდნე თამთა თურმანიძე.

ლიცეუმში ფრანკოფონიის კვირეულს ხელმძღვანელობს ფრანგული ენის მასწავლებელი მირანდა ლომიძე.

ფრანკოფონიის დღეები საქართველოში უკვე რამდენიმე წელია აღინიშნება საფრანგეთის საელჩოსა და ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით.

ფოტო გალერეა