პირველი სასწავლო კურსის კადეტებთან ფრანგული ენის სწავლებასთან დაკავშირებით შეხვედრა შედგა.
ფრანგული ენის მასწავლებელმა მირანდა ლომიძემ და სპეციალური პროგრამით მოვლინებულმა ფრანგმა პედაგოგმა კადეტებს საფრანგეთის საგანმანათლებლო სისტემისა და სენ-სირის სამხედრო აკადემიის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ფრანგულ-ქართული ურთიერთობების შესახებ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა.