საფრანგეთის სამხედრო დელეგაცია ლიცეუმში 11/10/2021 10:04 AM

დღეს ლიცეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ საფრანგეთის სამხედრო ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ფრედერიკ კამპოსი, საფრანგეთის რესპუბლიკის გაერთიანებული შტაბების ევროატლანტიკური დეპარტამენტის ორმხრივი თანამშრომლობის სამსახურის უფროსი პირველი რანგის კაპიტანი მატიე დუიე, ორმხრივი თანამშრომლობის სამსახურის აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებაზე პასუხისმგებელი პირი მაიორი სებასტიან მარზენი, საფრანგეთის სამხედრო ატაშეს მოადგილე მე-3 რანგის კაპიტანი შარლ-ვიქტორ ორი.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს ლიცეუმის ხელმძღვანელობამ ლიცეუმის სპეციფიკა, სტრუქტურა და ლიცეუმში არსებული სასწავლო გარემო პერეზენტაციის ფორმატში გააცნო. შეხვედრაზე განხილული იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ფრანგულმა მხარემ მზაობა გამოთქვა დაეხმაროს ლიცეუმს თანაბარპროფილიან სასწავლებლებთან პარტნიორობის დაწყებაში.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მომავალი წლიდან გეგმავს საფრანგეთის სამხედრო სასწავლებლებთან პარტნიორობის დაწყებას, რაც ხელს შეუწყობს გამოცდილების გაზიარებას, გაცვლითი პროგრამების განხორციელებას, კადეტთა მოტივაციის ამაღლებას, ქვეყნების ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა ცნობადობის ამაღლებას. აღსანიშნავია, რომ წელს ლიცეუმის სასწავლო პროგრამაში განხორციელდა ცვლილება და კადეტები სხვა უცხო ენებთან ერთად ეუფლებიან ფრანგულ ენას.

 

ფოთო გალერეა