ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლების ვიზიტი 04/06/2022 3:35 PM

დღეს ლიცეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე და ამავე ინსტიტუტის ენისა და საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი ქეთევან ქურციკიძე.

შეხვედრას ლიცეუმის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში მაია გაბუნია, ლიცეუმის სასწავლო დაგეგმარებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი მაიორი ვაჟა ჭელიძე, ლიცეუმის ფრანგული ენის მასწავლებლები და კადეტები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს ფრანგული ენის სწავლების, გაცვლითი პროგრამების და სხვა მნიშვნელოვანი თემები, რომელიც ხელს შეუწყობს საფრანგეთის სამხედრო სასწავლებლებთან თანამშრომლობას.

ვიზიტი ლიცეუმის ინფრასტრუქტურის დათვალიერებით დასრულდა.

ფოტო გალერეა