ფოტოკონკურსი - “აქ კადეტი კითხულობს“ 12/10/2020 9:38 AM

ფოტოკონკურსის - „აქ კადეტი კითხულობს“ გამარჯვებული კადეტები გამოვლინდნენ.

ლიცეუმის დირექციისა და პედაგოგებისაგან დაკომპლექტებულმა კომისიამ საკონკურსო პირობებისა და ობიექტურობის პრინციპის საფუძველზე  გამოავლინა სამი საუკეთესო ნამუშევარი. საპრიზო ადგილები გადანაწილდა შემდეგნაირად:

 

I  ადგილი -  მარიამ ფანცულაია (მეორე სასწავლო კურსი) 

II ადგილი - მარიამ გურული  (პირველი სასწავლო კურსი)

III ადგილი - მარიამ რაზმაძე ( მეორე სასწავლო კურსი)

გამარჯვებულებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმისაგან გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები.

კადეტებს კონკურსში მონაწილეობისათვის უნდა გადაეღოთ ფოტო, რომელშიც ასახული იქნებოდა წიგნი ორიგინალური ხედით, თვალისმომჭრელი რეკვიზიტებითა და მისტიკური ფონით.

კონკურსი მიზნად ისახავდა კადეტებში მოტივაციის ამაღლებას, კრეატიული უნარების გამოვლენასა და წახალისებას.

კონკურსი   ლიცეუმის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ანა კობახიძის ინიციატივითა და ლიცეუმის დირექციის მხარდაჭერით განხორციელდა.

ფოტო გალერეა