ფოლკლორისტთა კონფერენცია 12/26/2021 9:57 PM

პირველი სასწავლო კურსის კადეტი ოთარ ონიანი ვახტანგ კოტეტიშვილის სახელობის ფოლკლორისტთა კონფერენციის წარმატებული მონაწილეა.

კადეტმა ოთარ ონიანმა ჟიურის წევრებს საკონფერენციო ნაშრომი „ჩემი სოფლის გამორჩეული დღესასწაული, ტრადიცია და სასწაულმოქმედი ტაძარი“ წარუდგინა. ის საინტერესო ნამუშევრისთვის კონფერენციის ორგანიზატორებისაგან დიპლომით დაჯილდოვდა.

კონფერენცია პერიოდულად ტარდება მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ორგანიზებით, რომელშიც ჩართული არიან საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები.

კადეტს ფასილიტაციას უწევდა ქართული ენის მასწავლებელი ია დანელია.