კადეტი ანა-მარია ქებაძე FLEX“ -ის გამარჯვებულია 05/27/2021 8:08 PM

მეორე სასწავლო კურსის კადეტი ანა-მარია ქებაძე მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა - “FLEX“ -ის გამარჯვებულია. რთული შესარჩევი კონკურსის გავლის შედეგად, ის, ერთი აკადემიური წლის განმავლობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ისწავლის.
 
კადეტ ანა-მარია ქებაძის თქმით მას ამ წარმატების მიღწევაში სწორედ კადეტთა სამხედრო ლიცეუმი დაეხმარა.
 
„კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ნამდვილად არის წარმატების გარანტი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამის ნათელი მაგალითი ვარ. ყოველთვის მსურდა მესწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ სურვილის ასრულებაში კი ლიცეუმში არსებული „TOEFL“ -ისა და „SAT“-ის მოსამზადებელ კურსები დამეხმარა. თუმცა საკონკურსო პირობების თანახმად, გარდა აკადემიური ცოდნისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა დამოუკიდებლად ცხოვრების უნარ-ჩვევებსა და დროის მენეჯმენტს. ლიცეუმში ნამდვილად კარგად გამოვიმუშავე ეს უნარ-ჩვევები. მადლობას ვუხდი ლიცეუმის ხელმძღვანელობას, პედაგოგებსა და სამხედრო ინსტრუქტორებს“- განაცხადა კადეტმა ანა-მარია ქებაძემ.
 
ლიცეუმში არის TOEFL“ -ისა და „SAT“-ის მოსამზადებელ კურსები. კურსი განკუთვნილია კადეტებისათვის, რომელთაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება და სურთ თავიანთი მომავალი სამხედრო კარიერას დაუკავშირონ. კურსის გავლის შემდეგ კადეტები წარმატებით აბარებენ საერთაშორისოდ აღიარებულ ინგლისურისა და ზოგადი უნარების (კრიტიკული აზროვნების, მათემატიკისა და ესსეს წერა) ტესტებს.
 
„TOFEL”-ისა და „SAT”- კურსს ხელმძღვანელობენ: აკადემიური დოქტორის ხარისხის მქონე ნინო ყანჩელი (TOEFL) და ასოცირებული პროფესორი თეა კორძაძე (SAT).