ფიზიკის კვირეული ლიცეუმში 03/25/2019 12:00 AM

   „ცნობილი ფიზიკოსები და უცნობი ფაქტები“ -ეს არის პროექტი, რომლითაც დღეს ლიცეუმში ფიზიკის კვირეული გაიხსნა. ღონისძიებას ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლები, მასწავლებლები და კადეტები დაესწრნენ. ღონისძიება კვირეულის ორგანიზატორმა, პედაგოგმა ნინო ახვლედიანმა გახსნა, რომელმაც დაგეგმილ აქტივობებზე და მათ მნიშვნელობებზე ისაუბრა. პროექტის ფარგლებში პირველი სასწავლო კურსის კადეტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები გალილეო გალილეისა და ისააკ ნიუტონის შესახებ. კადეტებმა ისაუბრეს მეცნიერების მოღვაწეობასა და აღმოჩენებზე, მათი ცხოვრების უცნობ ფაქტებზე. პროექტი რამდენიმე ეტაპს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც კადეტები წარმოადგენენ სხვა მეცნიერებსაც. პროექტი მიზნად ისახავს კადეტთა ინტერესის გაზრდას საბუნებისმეტყველო საგნების, კერძოდ კი ფიზიკის მიმართ. კვირეული ინტელექტუალური შეჯიბრით -,,ბრეინ რინგი“ დასრულდება.

ფოტო გალერეა