ფიზიკის კვირეული დასრულდა 04/11/2019 12:00 AM

   დღეს სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ფიზიკის კვირეული დასრულდა. ღონისძიებას ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლები, მასწავლებლები და კადეტები დაესწრნენ. ღონისძიება კვირეულის ორგანიზატორმა, პედაგოგმა ნინო ახვლედიანმა გახსნა. პროექტი მიზნად ისახავს კადეტთა ინტერესის გაზრდას საბუნებისმეტყველო საგნების, კერძოდ კი ფიზიკის მიმართ. კვირეული ინტელექტუალური შეჯიბრით -,,ბრეინ რინგი“ დასრულდა. პირველი ადგილის მფლობელი გახდა, მეორე კურსის მეორე სასწავლო ჯგუფის კადეტები.

ფოტო გალერეა