ფინანსური ანგარიშგების ტრენინგები 03/26/2018 12:00 AM

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა ფინანსური ანგარიშგების ტრენინგებს უმასპინძლა. ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება“- ამ თემაზე, თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სწავლება გაიარეს. მათ შორის იყვნენ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის თანამშრომლებიც. მათთვის ოთხდღიანი ტრენინგი ჩაატარა მოწვეულმა ტრენერმა, ფინანასთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ანგარიშგებისა და მეთოდოლოგიის დეპატრტამენტის უფროსმა ზურაბ თოლორდავამ. კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ჩაუტარდათ ტესტირება, რომლის შედეგების საფუძველზეც, ისინი მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატებს.

ფოტო გალერეა