ფეხბურთის ჩემპიონატი 11/16/2022 2:26 PM

ლიცეუმის შიდა ჩემპიონატი სპორტის სხვადასხვა სახეობაში გრძელდება.


ამჯერად ფეხბურთის შესარჩევი, ნახევრფინალური და ფინალური ტურები გაიმართა. შესაბამისად, გამოვლინდნენ პირველი, მეორე და მესამე საპრიზო ადგილის მფლობელები.


I ადგილი - მესამე სასწავლო კურსის პირველი სასწავლო ჯგუფის გუნდი „ავაზა“
II ადგილი - მეორე სასწავლო კურსის მეოთხე სასწავლო ჯგუფის გუნდი „ობსიდიანი“
III ადგილი - პირველი სასწავლო კურსის პირველი სასწავლო ჯგუფის გუნდი „ფალკონი“


ჩემპიონატი სპორტის სხვადასხვა სახეობაში გაიმართება. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაიმართება გამარჯვებულთა თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოების ღონისძიება.

ფოტო გალერეა