ლიცეუმში ფეხბურთის შიდა ჩემპიონატი ჩატარდა. ჩემპიონატში სამივე სასწავლო კურსის საფეხბურთო გუნდები მონაწილეობდნენ.
შესარჩევი, ნახევარფინალური და ფინალური ტურების შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები. პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა გუნდმა: “ობსიდიანი“ (პირველი სასწავლო კურსის მეოთხე სასწავლო ჯგუფი) მეორე და მესამე ადგილები გაინაწილეს გუნდებმა: „ავაზა“ (მეორე სასწავლო კურსის პირველი სასწავლო ჯგუფი) და „ფენიქსი“ (მესამე სასწავლო კურსის მესამე სასწავლო ჯგუფი).
ლიცეუმში ეტაპობრივად მიმდინარეობს ჩემპიონატი სპორტის სხვადასხვა სახეობაში. სპორტულ აქტივობებს ორგანიზებას უწევს სპორტის მასწავლებელი კობა ვერულაშვილი.