ფეინთბოლის თამაში 11/07/2018 12:00 AM

   დღეს მეორე სასწავლო კურსის კადეტები ქუთაისში მდებარე ფეინთბოლის ცენტრში იმყოფებოდნენ. მათთან ერთად სამხედრო-სპორტულ თამაშში ჩართული იყვნენ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე და ლიცეუმის მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი ავთანდილ ახვლედიანი. ,,აღჭურვილობის მორგების შემდეგ ჩავერთეთ ამ საკმაოდ ექსტრემალურ თამშში. ჩვენ მივიღეთ როგორც უდიდესი სიამოვნება, ასევე გამოცდილებაც. რაც პრაქტიკული საველე მეცადინეობების დროს ვისწავლეთ აქ ეს ყველაფერი გამოგვადგა, მაგალითად როგორიცაა: მანევრირება, ხელის ნიშნები, გადაადგილების ხერხები და ა.შ. თამაშს კიდევ უფრო აზარტულს ხდიდა ის, რომ ჩვენთან ერთად ჩართული იყვნენ მეთაურებიც.“ - განაცხადა კადეტმა ეთერ ბახტურიძემ.

ფოტო გალერეა