ენების ევროპული დღეები 2020 09/25/2020 1:15 PM

კადეტებმა  პროექტში - ,,ენების ევროპული დღე 2020“ მიიღეს მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში მრავალფეროვანი ღონისძიებები, ონლაინ რეჟიმში, Teams-ის პლატფორმის გამოყენებით წარიმართა.

ჩატარდა სხვადასხვა სახის აქტივობები: სახალისო კონკურსები და თამაშები, შემეცნებითი და გასართობი სავარჯიშოები, მუსიკალური და ციფრული ანიმაციები. გამოვლინდნენ გამარჯვებულები. მათ სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცემათ სწავლის განახლებისას საზეიმო ვითარებაში.

ენების ევროპული დღის აღნიშვნას ლიცეუმში ორგანიზებას უწევდა მასწავლებელი ეკა მურუსიძე, კონკურსებში გამარჯვებულები გამოავლინა ლიცეუმის პედაგოგებისგან შედგენილმა ჟიურიმ - ნინო დანგაძე, ია დანელია, იზაბელა კილასონია, ინდირა კოსტავა, ბესიკ მაჩიტაძე.

ენების ევროპული დღე ევროპის საბჭოს ინიციატივით 2001 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება 26 სექტემბერს  ევროკომისიასთან ერთად. 

ენების ფლობა ყველასთვის აუცილებელი და ყველას უფლებაა  - ეს არის ენების ევროპული დღის ერთ-ერთი ძირითადი გზავნილი.

ღონისძიებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ლიცეუმის ვებ გვერდზე, მითითებულ მისამართზე:

https://bit.ly/33WNbxA

ფოტო გალერეა