ეთას წარმომადგენლები ლიცეუმში 02/14/2019 12:00 AM

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ მჭედლიშვილი და იუნკერები ესტუმრნენ. ისინი მესამე სასწავლო კურსის კადეტებს შეხვდნენ და ეროვნული თავდაცვის აკადემიის პრეზენტაცია წარუდგინეს. გააცნეს აკადემიაში არსებული საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამები. ისაუბრეს მიღებისა და ცხოვრების პირობებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა.

ფოტო გალერეა