ეთას წარმომადგენლები ლიცეუმში 12/20/2017

   დღეს, ლიცეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მარიამ დარბაიძე და ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფის წარმომადგენელი ჯონ სკოტი. სტუმრები თავდაპირველად კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელობას შეხვდნენ. მხარეებმა ერთმანეთს სასწავლებლების აკადემიური და სამხედრო სწავლების პროგრამები გააცნეს. მოგვიანებით კი ლიცეუმის ინგლისურის პედაგოგებთან ერთად ინგლისური ენის სწავლების საკითხები განიხილეს. დღესვე სტუმრები კადეტებს შეხვდნენ. მათ ქალბატონმა მარიამ დარბაიძემ ეროვნული თავდაცვის აკადემიის პრეზენტაცია წარუდგინა. მან კადეტებს აკადემიაში არსებული საგანმანათლებლო პროგრამები, იუნკერების დღის განრიგი და მიღების პირობები გააცნო. ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლების სტუმრობა ლიცეუმის ინფრასტრუქტურის დათვალიერებით დასრულდა.

ფოტო გალერეა