ესეების კონკურსი 06/05/2018 12:00 AM

დღეს, ლიცეუმში ინგლისურენოვანი ესეების კონკურსის გამარჯვებულ კადეტთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიალს კონკურსის დამფინანსებელი და მხარდამჭერი ფონდის ,,ტაძრელები“ წარმომადგენლები, ლიცეუმის დირექცია, პედაგოგიური პერსონალი და კადეტები ესწრებოდნენ. ესეების წერის, შიდა კონკურსი ლიცეუმში პირველად ჩატარდა და მასში მონაწილეობა 25-მა კადეტმა მიიღო. გამარჯვებული სპეციალურად ამ კონკურსისათვის შექმნილმა, ლიცეუმის უცხო ენების კათედრის წევრებისაგან დაკომპლექტებულმა ჟიურმა გამოავლინა (ხელმძღვანელი ნინო ოყრეშიძე). პირველი საპრიზო ადგილი ერგო კადეტ გოჩა გულუას, რომელსაც გადაეცა ფულადი პრიზი 250 დოლარის ოდენობოთ, მეორე ადგილზე გავიდა კადეტი კონსტანტინე მექვაბიძე. მას გადაეცა დიპლომი და ფულადი პრიზი 150 დოლარის ოდენობით, მესამე ადგილის მფლობელს ნიკოლოზ მერლანს კი დიპლომი და ფულადი პრიზი 100 დოლარის ოდენობით. გამარჯვებულებს პრიზები ფონდის წარმომადგენელმა ლევან ჩხაიძემ გადასცა. მან ასევე, დიპლომით დაასაჩუქრა კადეტთა სამხედრო ლიცეუმი. კონკურსი ,,კუბიკის“ ჯგუფის წარმომადგენელის ჯონ სკოტის ინიციატივით ჩატარდა. ცერემონიალის დასრულების შემდეგ სტუმრებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

ფოტო გალერეა