ესეების კონკურსი 03/27/2018 12:00 AM

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა მონაწილეობა მიიღეს ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტ მკვლევართა ცენტრის” მიერ ორგანიზებულ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლების IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეებისთვის ფოკუსირებულ პროექტში - „ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის“. კადეტებმა, ავთანდილ ჯანელიძემ და ლუკა ჯანანაშვილმა იმუშავეს თემაზე : „ბულინგი სკოლებში - ნორმად ქცეული ძალადობა“ და გადავიდნენ ფინალურ ტურში, რომელიც გაიმართა თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მათ საუკეთესო ათეულში მონაწილეობისათვის გადაეცათ სერტიფიკატები. ასევე, საჩუქრად გადაეცათ წიგნები და ბილეთები ახმეტელის თეატრის სპექტაკლზე. კადეტებს ფასილიტაციას უწევდა მასწავლებლები: ლალი ლარცულიანი და ქალთამზე მელქაძე.

ფოტო გალერეა