საქართველოსა და უკრაინის კულტურული მემკვიდრეობები 12/17/2021 6:30 PM

კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და უკრაინის ქალაქ ლვოვის სამხედრო ლიცეუმს შორის ერთობლივი, ონლაინ პროექტი განხორციელდა.

პროექტის -„საქართველოსა და უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები“, პრეზენტაცია დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. პრეზენტაციას პროექტის მონაწილე მასწავლებლები და კადეტები ესწრებოდნენ.

უკრაინელმა და ქართველმა კადეტებმა სპეციალური პროგრამის (ArcGIS StoryMaps) მეშვეობით ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რუკა შექმნეს. რუკაზე დატანილია თითოეული ძეგლების შესახებ ფოტო-ვიდეო და ინფორმაციული მასალა.

ლიცეუმსა და ქალაქ ლვოვის სამხედრო ლიცეუმს შორის გაფორმებული არის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტებისა და კადეტთა გაცვლითი პროგრამების განხორციელებას ისახავს მიზნად.

სამომავლოდ დაგეგმილია, უფრო მასშტაბური პროექტები, რომელშიც ჩართული იქნებიან კადეტთა სამხედრო ლიცეუმის საზღვარგარეთის პარტნიორი სასწავლებლები.

პროექტის ფარგლებში შექმნილი რუკა და მონაწილეთა შესახებ ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე:
https://bit.ly/325gvEJ 

 

ფოტო გალერეა