ერთობლივი ლაშქრობა კოჯორში 05/10/2018 12:00 AM

   ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს კოჯორში იმ ადგილას იმყოფებოდნენ, სადაც 1921 წლის თებერვალში საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. ახალგაზრდებმა კოჯორში შემორჩენილი სანგრები დაათვალიერეს და სპეციალურ საინფორმაციო მაკეტთან 1921 წლის საბრძოლო მოქმედებების შესახებ ეროვნული თავდაცვის აკადემიის ისტორიკოსის ლექცია მოისმინეს.

   ახალგაზრდების ერთობლივ ლაშქრობას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე შეუერთდა. ბრიგადის გენერალი სტუდენტებს, იუნკერებსა და კადეტებს სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

   ღონისძიება პირველი რესუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.

ფოტო გალერეა

ვიდეო