ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 04/01/2019 12:00 AM

   მესამე სასწავლო კურსის კადეტები ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ელექტრონულ რეგისტრაციას გადიან. წელს ლიცეუმს 62 აბიტურიენტი ჰყავს. მათ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას აფინანსებს და რეგისტრაციას უზრუნველყოფს კადეტთა სამხედრო ლიცეუმი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილია გამოცდებზე რეგისტრაციის პროცედურები, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე, 3 აპრილამდე აბიტურიენტები აფიქსირებენ პირად მონაცემებს, საგამოცდო ქალაქსა და ჩასაბარებელ საგნებს. 3 აპრილის შემდეგ, ისინი ვეღარ შეცვლიან საგამოცდო ქალაქს, მაგრამ 7 მაისის ჩათვლით შეეძლებათ გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა.

ფოტო გალერეა