„ერთი ტკივილის ორი სახელი კრწანისის ველი და თებერვალი“ 02/25/2019 12:00 AM

   ლიცეუმში იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, პოეტი, პროზაიკოსი გიორგი კეკელიძე. ,,მიხარია, რომ საქართველოს ისტორიაში უაღრესად მნიშვნელოვან დღეს თქვენთან საუბრის შესაძლებლობა მომეცა. დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ბევრ პასუხს გულისხმობს და ბევრ კითხვასაც ტოვებს. ღალატი და გმირობა არის ამ დღის ნიშანი, ამიტომაც ხშირად უნდა ვისაუბროთ როგორც გმირობაზე, ასევე ღალატზეც. პატრიოტიზმი არაა მხოლოდ გმირობა, გმირობა კი_ მხოლოდ ბრძოლის ველი, პატრიოტიზმი არის საკუთარი სივრცის მოვლა, ერთმანეთის ბაძვა დიდ და მნიშვნელოვან საქმეში“, - აღნიშნა ბატონმა გიორგიმ კადეტებთან შეხვედრისას. შეხვედრის დაწყებამდე კადეტებმა ისტორიულ-ლიტერატურული კომპოზიციით -,,ერთი ტკივილის ორი სახელი: კრწანისის ველი და თებერვალი“ პატივი მიაგეს იუნკერთა ხსოვნას. ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნინო დანგაძე და ზინა ბუბუტეიშვილი.

ფოტო გალერეა